კომპანიის ისტორია

საქართველოს და კავკასიის რეგიონის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანია „ფოპტნეტი“ მოღვაწეობს 1996 წლიდან. 1997 – 1999 წლებში კომპანიამ განახორციელა ორი ფართომასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო პროექტი: პირველი, „საქართველოს ოპტიკური მაგისტრალი“, ოპტიკურ–ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და მეორე, ერთობლივად დანიურ „გრეიტ ნორზერნ ტელეგრაფ კომპანი – ჯი ენ“ – თან და რუსულ „ვესტელკომ“ – თან, “საქართველო – რუსეთი” , წყალქვეშა ოპტიკურ – ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა შავ ზღვაში, რომელიც, სოჭის გავლით, აკავშირებს სისტემას „საქართველოს ოპტიკური მაგისტრალი“ ნოვოროსისკის მსხვილ სატელეკომუნიკაციო კვანძთან. ამრიგად, ფოპტნეტი გახდა პირველი ნაციონალური და საერთაშორისო ოპტიკურ – ბოჭკოვანი ქსელის ოპერატორი საქართველოში. მრავალწლიანი წარმატებული საექსპლუატაციო გამოცდილების შედეგად, კომპანიამ დაიმკვიდრა წამყვანი პოზიცია ქვეყნის და რეგიონის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. 2005 წლიდან, „ფოპტნეტი“, მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან „სისტემ ნეტი“  და  „ახალი ქსელები“  ერთად, შედის ტელეკომუნიკაციების და ტექნოლოგიების ჯგუფი T&T-ს შემადგენლობაში.