მომსახურება

კომპანია ახორციელებს მომსახურებას საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და სატრანზიტო სატელეკომუნიკაციო არხებით, ოპტიკურ – ბოჭკოვან კაბელებზე აგებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით გაწყობილი ქსელის გამოყენებით.საქალაქთაშორისო არხებით მომსახურების მიწოდება ხორციელდება თბილისიდან ბოლნისის, გორის, ხაშურის,ზესტაფონის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის მიმართულებით.კომპანია ახორციელებს საერთაშორისო არხებით მომსახურებას თბილისიდან რუსეთის, დსთ–ს, ევროპის და აზიის ქვეყნების მიმართულებით, გამოყენებულია პირდაპირი კავშირები მეზობელი ქვეყნების ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალების ოპერატორებთან, მათ შორის აზერბაიჯანის ორ და სომხეთის სამ ოპერატორთან.კომპანიის ქსელში შესაძლებელია 2მბიტ/წმ–დან დაწყებული ნებისმიერი სიჩქარის და ნებისმიერი ტიპის სიგნალის გადაცემა.კომპანია ახორციელებს ქსელის სადღეღამისო მომსახურებას მაქსიმალური საიმედობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

geo